კომაროვის მე-7 მეორე კლასის პროექტი "ჩვენ, ენა და ქუჩა"
- 13 აპრილი, 2017
13 აპრილს კომაროვის სკოლის მე-7 მეორე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლია გოგოხია) გადაწყვიტეს გაკვეთილი გარეთ, ქუჩაში ჩაეტარებინათ ... მოსწავლეები წლის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე: ,,ჩვენ, ენა და ქუჩა’’. მათ გადაწყვიტეს ყველა გამვლელისთვის მიელოცათ ხვალინდელი - დედაენის დღე. ბავშვები იების კონებს და გულის ფორმის ბარათებს, რომლებზედაც ,,ხშირად დაშვებული შეცდომები’’ ჰქონდათ ამოწერილი, გამვლელებს ურიგებდნენ. გამვლელთა ჯერ გაოცებული, შემდეგ ღიმილდაფენილი სახეების ყურებისას და მათი მადლობის მოსმენისას რწმუნდებოდნენ, რომ ქართული ენის დაცვას თითოეული მათგანი უნდა ცდილობდეს.